ცხინვალში რუს სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცი ერთი კვირის წინ გაუჩინარდა. მისი ადგილ-სამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 150 ათასი რუბლია დაწესებული.
ძებნაში დეფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურებიც ჩაერთვნენ.