ივერიონი / რას მოუწოდებს ალასანია ეკონომიკის მინისტრს?

რას მოუწოდებს ალასანია ეკონომიკის მინისტრს?

"გაზპრომთან მოლაპარაკებების ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ," - ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ "რუსთავი2"-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. ალასანია ამბობს, რომ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ კითხვები ამერიკაშიც აქვთ. 

 

ამასთან, ალასანია ეკონომიკის მინისტრს მოუწოდებს, გამოცხადდეს პარლამენტში და მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.       

 

თავისუფალი დემოკრატების ლიდერს მიაჩნია, რომ  გაზპრომთან  ფარულად მიმდინარე მოლაპარაკებები პროცესის მიმართ დამატებით კითხვებს აჩენს.

 

"რატომ აჩერებ არჩევანს გაზპრომზე, როცა მეგობარი ქვეყანა გაცილებით იაფ გაზს იმდენს გაძლევს, რამდენიც გინდა, გაუგებარია. ეს ასახსნელია საზოგადოებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რატომღაც იჭიმება ჩვენი დეკლარილებული პოზიცია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გავხდეთ. ამას რომ ჭიმავენ, ეს ჩვენს ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს. ამიტომაც დავიბარეთ მინისტრი პარლამენტში," - აცხადებს ალასანია. 

 

აქვე ალასანია აცხადებს, რომ აუცილებელია, ქვეყანაში შეიქმნას ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგია.  თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ამბობს, რომ, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველ რიგში ამ სტრატეგიას შექმნის.

20-01-2016, 11:16
უკან დაბრუნება