"აზერბაიჯანს საჭირო გაზის მოწოდება ტექნიკურად არ შეუძლია"- ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო გამოსავალს გაზსაცავის აშენებით მიიღებს.
„აზერბაიჯანს შეიძლება, ჰქონდეს საკმარისი გაზი, მაგრამ ვერ განახორციელებს, არ შეუძლია, რადგან ის მილსადენი, საიდანაც ვიღებთ ჩვენ გაზს, იმაზე მეტს ფიზიკურად ვერ ატარებს, რამდენსაც ვიღებთ დღეს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.