დღეს ევროპარლამენტი საქართველოსთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე იმსჯელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ევროპელი დეპუტატები დებატებს ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებთან და შეთანხმებებთან დაკავშირებით გამართავენ.
დისკუსია სტრასბურგში მოლდოვასა და უკრაიანასაც შეეხება. ხვალ კი ამ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებულ რეზოლუციას უყრიან კენჭს.
საქართველოს ელჩის განმარტებით, დოკუმენტში რუსეთის პოლიტიკაზეც იქნება საუბარი. ის იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტარები ამჯერადაც დაგმობენ მის ქმედებებს რეგიონში და კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს, როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისე უვიზო მიმოსვლას.