ივერიონი / მაღაროელები გიორგიბას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

მაღაროელები გიორგიბას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

23 ნოემბერს, ორასამდე გაფიცული მაღაროელი ვარდების რევოლუციის 9 წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას გამართავს.

მაღაროელები მოითხოვენ, პრეზიდენტმა მის მიერ პრივილეგირებულ ბიზნესმენებს სოციალური პასუხისმგებლობა შეახსენოს და მაღაროს დახურვის გადაწყვეტილებაზე ხელი ააღებინოს.
აქციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება დარგობრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუერთდება.


პროფკავშირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, GIG ჯგუფი ტყიბულის მაღაროების მფლობელი ის კომპანიაა, რომლის ხელმძღვანელები ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირები არიან და  მაღაროს დახურვით მუშების დასჯას ცდილობენ.  მათი თქმით, ტყიბულის მოსახლეობის უმრავლესობამ  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი არ დაუჭირა.

მათი თქმით, ბიზნესმენების გადაწყვეტილებას  მოსახლეობისთვის მომაკვდინებელი ეფექტი ექნება, რადგან  380 მაღაროელი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩება.

22-11-2012, 20:06
უკან დაბრუნება