ივერიონი / სალომე ზურაბიშვილი: არ არსებობს რუსული განვითარების გზა!

სალომე ზურაბიშვილი: არ არსებობს რუსული განვითარების გზა!

"მე ვერ ვხედავ საქართველოს განვითარების სხვა პერსპექტივას, ეს იქნება ეკონომიკური, საზოგადოებრივი თუ სისტემის ფორმით, გარდა დასავლურის"- ამის ამის შესახებ განცხადება, საქართველოს საგრეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა "პრორიტეტებში" გააკეთა.

 

ზურაბიშვილმა განაცხადა ,რომ რუსეთი არ არის შემჩნეული კეთილმეზობლური ურთიერთობებით არც ერთ ქვეყანასთან. მისივე თქმით, რუსული განვითარების გზა არ არსებობს და ეს არ არსებობს თუნდაც რუსეთისთვის. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვერ ხდება,რომ ცხოვრობს 21-ე საუკუნეში და ის მოქმედებს იმპერიალისტური მიზნებით.

 

სალომე ზურაბიშვილმა ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში არსებული პრორუსული ძალების განცხადებები, თითქოსდა ევროკომისიის დადებითი დასკვნა უმნიშვნელოა, არ არის მართალი. მისი თქმით, რუსეთის დღეს არსებული მოდელი არავისთვის პერსპექტივას არ წარმოადგენს.

20-01-2016, 11:25
უკან დაბრუნება