ივერიონი / კახა კალაძე: არ ვაპირებ დავანგრიო ის ურთიერთობები, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ!

კახა კალაძე: არ ვაპირებ დავანგრიო ის ურთიერთობები, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ!

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოზე ზეწოლა მოსკოვს მხოლოდ "გაზპრომით" შეუძლია და აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად სხვა ინსტრუმენტები აქვს.

 

როგორც გადაცემა "არჩევანში" კახა კალაძემ განაცხადა, რუსეთის ენერგოსისტემაზე საქართველო უკბე წლებია დამოკიდებულია და ეს ურთიერთობები მისმა წინამორბედმა მინისტრებმა დაამყარეს:

 

"ვერ დაგეთანხმებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ "გაზპრომით" და ბუნებრივი აირით არის შესაძლებელი საქართველოზე ზეწოლა განახორციელო. ჩვენდა სამწუხაროდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, გარკვეულწილად, დამოკიდებული ვართ რუსეთზე - წლების განმავლობაში ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, რადგან რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ის საუკეთესო ფასად გვაწვდის. ეს ჩემი დაწყებული ურთიერთობები არ არის, ეს არის ჩემი წინამორბედი მინისტრების მიერ აშენებული ურთიერთობები და მინდა გითხრათ, რომ ენერგეტიკის სექტორში მართლაც კარგი, გამართული ურთიერთობებია. მე არ ვაპირებ იმ ურთიერთობების დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ. მე გამოვდივარ სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან", - განაცხადა კალაძემ.

 

20-01-2016, 11:30
უკან დაბრუნება