ივერიონი / რამდენი პროცენტით გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა?

რამდენი პროცენტით გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა?

2015 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6 პროცენტით გაიზარდა და ”საქასტატის” მონაცემებით, 3165 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

 

აქედან ექსპორტი 646 მლნ. აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2518 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით მეტი).

 

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 32 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 33 პროცენტი.2014 წელს შესაბამისად 26, 22 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2014 წელს 30 პროცენტი).

 

2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9928 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია; საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წელს 5521 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტი შეადგინა.

20-01-2016, 12:12
უკან დაბრუნება