ივერიონი / რამდენი პროცენტით შემცირდა დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა?

რამდენი პროცენტით შემცირდა დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა?

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წელს 2808 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქსტატის მონაცემებით, 2014 წელთან შედარებით 22 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 840 მლნ. აშშ დოლარი (43 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1968 მლნ. აშშ დოლარი იყო (7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წელს შესაბამისად 31, 51 და 25 პროცენტი). 2015 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20 პროცენტი (2014 წელს 11 პროცენტი).

 

2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9928 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია; საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წელს 5521 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტი შეადგინა.

 

20-01-2016, 12:15
უკან დაბრუნება