”საქასტატის” მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წელს სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 745 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა.
მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობი და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 657 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 461 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).