ივერიონი / პოლონეთში პოლონურ-ქართული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

პოლონეთში პოლონურ-ქართული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

21 იანვარს, 18:00 საათზე, პოლონეთში ქართული დიასპორა და ქართულ-პოლონური ვილა "ჰილტოპ თბილისი", ცნობილი პოლონელი ფოტოგრაფის, რადეკ პოლაკისა და ქართველი მუსიკოსის, ვახო ბაბუნაშვილის პოლონურ-ქართული წიგნის - "ქართული გემო" პრეზენტაციას გამართავს.

 

პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება რადეკ პოლაკის თვალით დანახული საქართველოს ფოტოპეიზაჟები.

 

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის წევრები, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები.

 

21-01-2016, 10:37
უკან დაბრუნება