ივერიონი / შეწყალებული პატიმრები ციხეებს ტოვებენ!

შეწყალებული პატიმრები ციხეებს ტოვებენ!

634 მსჯავრდებული გიორგობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახში შეხვდება. გათავისუფლებული პატიმრები ციხეებს დღის პირველ ნახევრამდე დატოვებენ.


გათავისუფლებულების რიცხვში შედიან როგორც ვადაზე ადრე გათავისუფლებული მსჯავრდებულები, ასევე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებიც.


შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით, 115 პატიმარი გათავისუფლდება, ხოლო პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 519 პატიმარი შეიწყალა.

23-11-2012, 11:39
უკან დაბრუნება