ივერიონი / საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა

სტრასბურგში საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე იმსჯელეს. დებატები ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების შესახებ გაიმართა.

 

ევროპარლამენტარებმა ხაზი იმ პროგრესს გაუსვეს, რომელსაც ევროკავშირის სამმა პარტნიორმა ქვეყანამ ასოცირებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხში მიაღწია და ის რეკომეენდაციები წარმოადგინეს, რომელიც ამ ქვეყნებმა ევროკავშირთან უფრო მეტად დასაახლოვებლად უნდა შეასრულონ. განსაკუთრებით ხაზგასმით გამომსვლელებმა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღნიშნეს. იყო კრიტიკული გამოსვლებიც საქართველოში მედიათავისუფლებისა და სასამართლოს კუთხით არსებულ ვითარებაზეც.

 

გამომსვლელთა უმრავლესობამ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დაგმო და პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ევროპულ მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადა. დღეს ევროპელი დეპუტატები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ სპეციალურ რეზოლუციას უყრიან კენჭს. 

21-01-2016, 10:52
უკან დაბრუნება