"საქართველოს ხელისუფლებას ოლიგარქი მართავს"- ამის შესახებ ევროპარლამენტის დებატებზე დეპუტატმა, ჰავიერ ნარტმა განაცხადა.
„როცა ვსაუბრობთ უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ოლიგარქები, როგორც საბჭოთა კორუფციული სისტემის გადმონაშთები. ისინი ამ ქვეყნებში ქმნიან პოლიტიკურ პარტიებს და სწორედ ეს პარტიები მართავენ ამ ქვეყნებს. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი, რომელსაც ერთ-ერთი ოლიგარქის პარტია მართავს და სადაც მთავრობის მაღალჩინოსნები ქართუ ბანკიდან ინიშნებიან,“-აღნიშნა დეპუტატმა.