ივერიონი / საქართველოში არსებულ პრობლემებზე ევროპარლამენტის დებატებზე ისაუბრეს

საქართველოში არსებულ პრობლემებზე ევროპარლამენტის დებატებზე ისაუბრეს

ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, რომელზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ასოცირების შეთანხმების რეალიზების საკითხი განიხილეს, მედიათავისუფლებისა და სასამართლოს კუთხით საქართველოში არსებულ პრობლემებზეც იასუბრეს.

 

მწვავე განცხადება დეპუტატმა, სტეტინა ჯარომირმა გააკეთა.

 

„ჩვენი რეზოლუციები არ უნდა იყოს კრიტიკას მოკლებული, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მედიის თავისუფლება და შერჩევითი სამართალი. ბალანსირებული და გამართული პოლიტიკური სისტემისთვის ოპოზიციის არსებობა აუცილებელია. ამიტომ, ოპოზიციაზე ზეწოლისა და ძალადობის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული. ჩემთვის მიუღებელია,რომ რამდენიმე ოპოზიციონერი ამ დრომდე საპატიმროში რჩება,“-განაცხადა დეპუტატმა.

21-01-2016, 11:03
უკან დაბრუნება