ივერიონი / სად იპოვეს მოკლული პროკურორის ავტომანქანა?

სად იპოვეს მოკლული პროკურორის ავტომანქანა?

შსს-ს ინფორმაციით, ნუცუბიძის II პლატოზე ნაპოვნი ავტომანქანა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს, ვახტანგ ქირიას ეკუთვნის.

 

უწყებაში აცხადებენ, რომ ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სპეციალისტები E კლასის Mercedes-ის მარკის ავტომობილს ნომრებით FBI 010 სწავლობდნენ.

 

შსს-ს ცნობით, ავტომანქანა დაზიანებული არ არის, მხოლოდ დაშვებულია უკანა საბურავი. ავტომობილი სპეციალურ სადგომზეა გადაყვანილი.

 

მოკლული პროკურორი 16 იანვარს მისი ნათესავის, ბიძინა კუჭავას ბინაში იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა კუჭავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

 

22-01-2016, 11:03
უკან დაბრუნება