ივერიონი / ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით JCPOA-ის შემუშავებას, საქართველოს საგარეო უწყება მიესალმება

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით JCPOA-ის შემუშავებას, საქართველოს საგარეო უწყება მიესალმება

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რამაც უზრუნველყო ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ერთობლივ მოქმედებათა ყოვლისმომცველი გეგმის (JCPOA) შემუშავება.

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საერთაშორისო საზოგადოების დიპლომატიურ ძალისხმევას, რამაც უზრუნველყო ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ერთობლივ მოქმედებათა ყოვლისმომცველი გეგმის (JCPOA) შემუშავება და 2016 წლის 16 იანვარს, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მოხსენების საფუძველზე, განხორციელების დაწყება.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმების წარმატებული განხორციელება წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს და წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

22-01-2016, 11:11
უკან დაბრუნება