ივერიონი / გეგმავს თუ არა კომპანია Majid Al Duttaim-ი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას?

გეგმავს თუ არა კომპანია Majid Al Duttaim-ი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას?

კომპანია Majid Al Duttaim-ი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Majid Al Duttaim-ი საქართველოში სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობით დაინტერესდა. დეტალებს კომპანიის ხელმძღვანელობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობასთან საქართველოში სამუშაო შეხვედრაზე განიხილავს. 

 

დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია VImpelcom-ის აღმასრულებელ დირექტორს იან ივეს შალიერს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.  

22-01-2016, 14:23
უკან დაბრუნება