აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე დიდთოვლობის შედეგად 9 ადამიანია დაღუპული. სინოპტიკოსები რეკორდული რაოდენობის ნალექს ვარაუდობენ. მათი განმარტებით, ეს დითოვლობა შესაძლოა, ბოლო 100 წლის განმავლობაში საშიში გახდეს.
აღმოსავლეთ სანაპიროს 50 მლნ-მდე მოსახლემ, მათ შორის, ვაშინგტონის მოსახლეობამ, უკვე მიიღო ხელისუფლების გაფრთხილება უმიზეზოდ არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები.
6 შტატში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. გადაიდო 7 ათასამდე ავიარეისი. მოსახლეობამ კვების პროდუქტების მომარაგება დაიწყო.
ვაშინგტონში 80 სმ-მდე თოვლს ელოდებიან. დიდოვლობა პრობლემას შეუქმნის 85-მლნ-მდე ადამიანს, რაც აშშ-ის მოსახლეობის მეოთხედს შეადგენს. წინასწარი გათვლებით, მოსალოდნელი ზარალის სავარაუდო ოდენობა 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.