ივერიონი / ზურაბ მელიქიშვილი: ხელისუფლება მუდმივად გვერდს უვლის იმ რეალურ მიზეზებს, რაც ეკონომიკას ამცირებს და ლარს აუფასურებს!

ზურაბ მელიქიშვილი: ხელისუფლება მუდმივად გვერდს უვლის იმ რეალურ მიზეზებს, რაც ეკონომიკას ამცირებს და ლარს აუფასურებს!

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ, ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, საგარეო ვაჭრობა 13%-ითაა შემცირებული, ექსპორტი კი 23%-ით.

 

"ხელისუფლება მუდმივად გვერდს უვლის იმ რეალურ მიზეზებს, რაც ეკონომიკას ამცირებს და ლარს აუფასურებს, შემდეგ კი ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს მოსახლეობას”, - განაცხადა მელიქიშვილმა.

 

მისივე თქმით, საქტატის მიერ გამოქვეყენებული ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობაა.

 

„ვაჭრობა დაახლოებით 13%-ითაა შემცირებული, მათ შორის ექსპორტი შემცირებულია 23%-ით, ნომინალში გამოხატული კი ესაა -657 მილიონი დოლარი. ანუ ესა ის თანხები, რომელიც ქართულ ბაზარს შიდა მოხმარებისთვის დააკლდა და რაც პირდაპირ ურტყამს ლარის გაუფასურებას”, - აღნიშნა ზურაბ მელიქიშვილმა.

 

დეპუტატი განმარტვას, რომ ექსპორტთან ერთად 10%-ით შემცირებულია იმპორტი, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას ურტყამს.

 

„მნიშვნელოვანია ის, თუ რომელი ქვეყნების მიმართულებით შემცირდა ექსპორტი - აზერბაიჯანში თითქმის განახევრებულია ექსპორტის რაოდენობა. ეს მნიშნველოვანია, რადგან მიუთითებს იმაზე რომ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი და აქედან მიღებული შემოსავალია შემცირებული. მთავარი ფაქტორი ის დაულაგებელი ურთიერტობაა მეზობლ;ებთან, რასაც ხელისუფლეაბ ახორციელებს”, - აცხადებს მელიქიშვილი.

 

მან ყურადღება გაამახვილა, ღვინის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხზე, რომელიც 180 მილიონიდან 95 მილიონამდეა ჩამოსული.

 

„ესაა იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მათ რეალური გეგმა, რომელიც წაახალისებს ეკონომიკას, შეაჩერებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ხელისუფლება კი მხოლოდ განცხადებებითაა შემოფარგლული და არაკონკრეტული ნაბიჯების გადადგმით", - განაცხადა ურმელიქიშვილმა.

23-01-2016, 14:53
უკან დაბრუნება