შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. თბილისსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა, იწმინდებოდა გზები, იყრებოდა ტექნიკური მარილი, აღნიშნული პროცესი, ამ ეტაპზეც, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გვან ღამითვე მოინახულა. ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
მერია მოსახლეობას სთავაზობს პრობლემის შემთხვევაში დარეკონ შპს "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე: 2 61 90 50.
შპს "თბილსერვის ჯგუფი" მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.