ივერიონი / პირველად, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში აშშ-ის მკაცრი რეჟიმის ციხიდან 3 პატიმარი გაიქცა

პირველად, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში აშშ-ის მკაცრი რეჟიმის ციხიდან 3 პატიმარი გაიქცა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში 3 პატიმარს ეძებენ, რომლებმაც განსაკუთრებული მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცევე მოახერხეს.

 

,,ბიბისის“ ინფორმაციით, გაქცეულები სასამართლოს წინაშე მძიმე ბრალდებებით უნდა წარმსდგარიყვნენ, მათ შორის მკვლელობებისა და წამებისთვისაც.

 

მათ მოახერხეს თავიანთი კამერების სქელი კედლები გაენგრიათ და მომხვდარიყვნენ კომუნიკაციების გვირაბში, რის შემდეგაც ისინი დაეშვნენ 5 სართულიანი შენობის სიმაღლიდან, სავარაუდოდ, გადაბმული ხელსახოცების, ან ტანსაცმლის გამოყებნებით.

 

ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს იყო მკაცრი რეჟიმის ციხიდან პირველი გაქცევა, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.

25-01-2016, 10:45
უკან დაბრუნება