ივერიონი / გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის ახალი ხელმძღვანელია

გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის ახალი ხელმძღვანელია

რაგბის კავშირის პრეზიდენტი 35 ხმით, გოჩა სვანიძე გახდა. არჩევნების დასრულების შემდეგ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზედგინიძეს მხარი 32-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.

 

გოჩა სვანიძე რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

 

შეგახსენებთ, არჩევნები სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სრულიად დახურულ ფორმატში წარიმართა და მას მინისტრის მოადგილესთან ერთად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც ესწრებოდა.

25-01-2016, 10:49
უკან დაბრუნება