ივერიონი / ბაშარ ასადის არმიამ მეამბოხეები რაბიადანაც გააძევა

ბაშარ ასადის არმიამ მეამბოხეები რაბიადანაც გააძევა

,,ბიბისი“ სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სირიის არმიამ ლატაკიას პროვინციაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან 2 დასახლებაზე კონტროლი აღადგინა. საუბარია ქალაქ არ–რაბიაზე და დასახლება არ–რაუდაზე.

 

ადგილზე მომუშავე დამკვირვებლების განცხადებით, შეტევა არ–რაბიაზე სირიის სამთავრობო ძალებმა რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით დაიწყეს.

 

მათივე ცნობით, ოპერაციას პირადად რუსი ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ. უფლებადამცველთა ინფორმაციით, რაბიაზე კონტროლის დამყარენით, სირიის არმია შეძლებს აღადგინოს კონტროლი მარშუტზე, რომელიც მეამბოხეებს თურქეთის საზღვრებთან აკავშირებს. სირიის მედია აცხადებს, რომ ეს არის ასადის კიდევ ერთი წარმატებული სამხედრო ოპერაცია, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია სირიის კონფლიქტში ჩაერთო.

 

ცნობისთვის, მოსკოვში დღესაც კატეგორიულად უარყოფენ დასავლეთში გამოთქმულ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, რუსეთის ავიაცია ასადის რეჟიმის მხარდაჭერის მიზნით სირიელი მეამბოხეების პოზიციებს ბომბავს.

 

რუსეთში ირწმუნებიან, რომ ავიაცია სირიაში მხოლოდ ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის.

25-01-2016, 10:53
უკან დაბრუნება