ივერიონი / გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა იყო პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის შეხვედრის მთავარი თემები.

 

მტავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევის როლს ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულების პროცესში. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულად აფასებს ევროკავშირის მხარდაჭერას. პრემიერმა ევროკავშირის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია უახლოესი მომავლის გეგმებისა და რეფორმების შესახებ.

 

„ვისაუბრეთ თანამშრომლობის, მომავალი ვიზიტების, ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. ასევე, შევეხეთ ზოგიერთ პოლიტიკურ საკითხს და ვიზალიბერალიზაციის პროცესს, რომელიც, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ მომესმინა პრემიერ-მინისტრისგან, როგორია მისი ხედვები და როგორ წარმოუდგენია მომავალი პერიოდის განვითარება", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

ევროკავშირის ელჩმა შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილს ასევე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა დაწარმატებული საქმიანობა უსურვა.

 

25-01-2016, 15:38
უკან დაბრუნება