ივერიონი / სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა 2.525-ს მიაღწია

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა 2.525-ს მიაღწია

დღეს, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა 2.525-ს მიაღწია. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.470- დან 2.480 ლარის ფარგლებში იბარებენ.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი გაცვლითი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4923 ლარი გახდა.

გაუფასურებას განაგრძობს ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც. სებ-ის ინფორმაციით, ერთი ევროს შეძენა დღეს 2.6974 ლარადაა შესაძლებელი.

26-01-2016, 11:03
უკან დაბრუნება