საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, უამინდობის გამო საქართველოს რამდენიმე რეგიონში სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდება.
"გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.