დღეს, საქართველოს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა.
დელეგაციის წევრები დღესვე თბილისში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავენ. კერძოდ, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ხვალ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის თბილისში გამართვასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო კომისიასთან გამართავს შეხვედრას.
დელეგაცია საქართველოში ვიზიტს ხვალ დაასრულებს.