ივერიონი / რას უკავშირებს სერგო რატიანი ლარის კრიზისს?

რას უკავშირებს სერგო რატიანი ლარის კრიზისს?

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული კრიზისის მთავარი მიზეზი არის საქართველოს მთავრობა.

 

სერგო რატიანის განცხადებით, ლარის კრიზისი იმ რეგულაციებს უკავშირდება, რომლებიც მთავრობამ დააწესა.

 

„კრიზისის მთავარი მიზეზი არის ის, რომ შემოიტანეს სრულიად არასწორი რეგულაციები, ამ რეგულაციებმა გამოიწვია, როგორც ტურიზმში, ასევე ექსპორტში ასევე სხვადასხვა მიმართულებით სერიოზული პრობლემები. ტურიზმის რაოდენობა შემცირებულია და არ შემოდის საკმარისი რაოდენობით დოლარი. შემცირებულია ექსპორტი. ხარჯვითი ნაწილი არის აუცილებლად შესამცირებელი,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

26-01-2016, 15:58
უკან დაბრუნება