ივერიონი / რეგიონებში 10 000 აბონენტს დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება

რეგიონებში 10 000 აბონენტს დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება

დიდთოვლობის გამო აჭარასა და გურიის რეგიონებში საერთო ჯამში 10 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა.

 

მისი განმარტებით, "ენერგო-პრო“ და სამთავრობო სტრუქტურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მისივე თქმით, რთულია მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილება.

 

„ადგილობრივ მთავრობასთან და საგზაო დეპარტამენტთან ერთად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მალე აღმოიფხვრას პრობლემა,“ - აცხადებს ელოშვილი.

 

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აბონენტებს რომლებსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხვალ დღის განმავლობაში აღუდგებათ.

26-01-2016, 16:06
უკან დაბრუნება