გიორგობის დღესასწაულზე წირვას ქვეყნის პირველი პირი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში ბაგრატის ტაძარში დაესწრო.
წირვას ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თევდორაძე და პრეზიდენტის რწმუნებული რეგიონში ვახტანგ ბალავაძე.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, ის სადღესასწაულო წირვას სამების საკათედრო ტაძარში მეუღლესთან ერთად დაესწრო.