28 იანვარს, 13:00 საათზე თბილისის მეტროს 50 წლის იუბილის აღსანიშნავად, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართება.
ღონისძებას თბილისის მერი, დავით ნარმანია, სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ჯაფარიძე, საერთაშორისო ასოციაცია „მეტროს“ და UITP წევრი კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის 11 სხვადასხვა ქალაქის მეტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
28 იანვარს, 14:00 საათზე თბილისის მერი და სატრანსპორტო კომპანიის გენ. დირექტორი მეტროსადგურ „რუსთაველის“ ქვედა ფოიეში, თბილისის მეტროს იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებენ, სადაც წარმოდგენილი იქნება მეტროს ისტორიის ამსახველი საარქივო ფოტო მასალა.