ლონდონის ბირჟაზე ბრენტის ტიპის საწვავის ღირებულებამ ბარელზე 33,11 დოლარი შეადგინა, დაბლიუ-თი-აის ტეხასური ნავთობის ფასი კი ბარელზე 31,87 დოლარით განისაზღვრა. ნავთობის გაძვირებასთან ერთად უმნიშვნელოდ გამყარდა რუსული ვალუტის კურსი. დღეის მაჩვენებლით, ევროს კურსი 85,85 რუბლს შეადგენს, ერთი დოლარი კი 78,99 რუბლი ღირს.