ივერიონი / BBC: 2008 წლის ომი ქართული მხარის ოპერაცით დაიწყო

BBC: 2008 წლის ომი ქართული მხარის ოპერაცით დაიწყო

სამხრეთ ოსეთის რეგიონზე საუბრისას BBC-ის  ისტორიული ფაქტები აერია.  

 

სტატიაში, რომელიც 2008 წლის მოვლენების გამოძიების შესახებ ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემულ სანქციაზეა საუბარი, ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთი ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, 2008 წლის ომი კი ქართული მხარის ოპერაციით დაიწყო.

 

„სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთ ოსეთისგან რუსეთის სახელმწიფო საზღვარი ჰყოფს, თუმცა ეთნიკური და ენობრივი ნიშნით ოსები რეგიონში მცხოვრები სხვა ერებისგან განსხვავდებიან. სამხრეთ ოსეთი ჯერ რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის. 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, რის შემდეგაც ცხინვალსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაღრმავება დაიწყო. ამ პროცესს საქართველო ფაქტობრივ ანექსიად აფასებს. ომი ქართული მხარის ოპერაცით დაიწყო, რომელიც იმედოვნებდა, რომ სამხრეთ ოსეთს დაიბრუნებდა, მაგრამ რუსულმა ჯარებმა მალე დაიბრუნეს ოლქი და ღრმად შეიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე,“-ნათქვამია სტატიაში.

 

28-01-2016, 11:46
უკან დაბრუნება