ავღანეთის აღმოსავლეთით მომხდარი აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა.
,,ბი-ბი-სის” ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. დაშავებულთა შორის ბავშვები და ქალებიც არიან.
აფეთქება პროვინცია ვარდაკში, ქუჩაში იმ ადგილას მოხდა, სადაც ნატოსა და ავღანელი სამხედროების საკოორდინაციო ცენტრი მდებარეობს.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო.