ცესკოს ინფორმაციით, გარდაბანში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატმა, გოჩა ჯამარაულმა ხმების 70,15%-ი მიიღო.
ცესკო-მ გარდაბნის საარჩევნო ოლქის 64 უბანი უკვე დათვალა, მათ შორის ერთი სპეცუბანი.
ცესკო-ს ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა – 29.85 %-ის. შესაბამისად, ჯამარაულმა 16 104 ხმა მიიღო, ხოლო კახაბრიშვილმა - 6851.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,13 % შეადგინა.