ივერიონი / საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა და მოქალაქე, თემირი ფარქოსაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „მაგო+“- ის წარმომადგენლების მიერ, კუსტარულად მოწყობილ საწარმოში სისტემატურად ხდებოდა დიდი ოდენობით ქიმიური სარეცხი საშუალებების „კროტი“ და „ბელეზნა“ ნიშანდებული პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და რეალიზაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრუნვიდან ამოღებულია დიდი ოდენობით უვარგისი და კონტრაფაქციული პროდუქცია. 

 

29-01-2016, 10:54
უკან დაბრუნება