თეთრი სახლი დაეთანხმა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ადამ შუბინის განცხადებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კორუმპირებულობის შესახებ.
”ეს სიტყვები „საუკეთესოდ წარმოაჩენს ჩვენი ადმინისტრაციის შეხედულებას“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნსტმა.
ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ თეთრი სახლის ეს განცხადება კიდევ უფრო დაძაბავს ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ბი-ბი-სი პანორამაში“, ადამ შუბინმა განაცხადა რომ პუტინის კორუმპირებულობის შესახებ აშშ-ის ხელისუფლებამ მრავალი წელია იცის.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ანატოლი პესკოვმა, თავის მხრივ, განმარტა, რომ ამ განცხადების მტკიცებულებებს რუსეთი არ მოითხოვს.
„თუ ისინი მტკიცებულებების გარეშე დატოვებენ ამ განცხადებას , ეს მორიგჯერ მიაყენებს მათ ჩრდილს“, - განაცხადა პესკოვმა.