ივერიონი / ნინო ბურჯანაძე: მორატორიუმი „ქართულ ოცნებას“ გამოვუცხადე და არა „ნაციონალებს“

ნინო ბურჯანაძე: მორატორიუმი „ქართულ ოცნებას“ გამოვუცხადე და არა „ნაციონალებს“

“ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი გმირი „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“  ლიდერი ნონო ბურჯანაძე  “ვარდების რევოლუციის” აღსანიშნავად არ ემზადება.  ამის შესახებ ნინო ბურჯანაძე გაზეთი “ვერსიასთან“ საუბრობს.


მას მიაჩნია, რომ “ვარდების რევოლუცია”  ქვეყანაში არსებული ვითარების ლოგიკური დასასრული იყო.  ეს იყო რევოლუცია, რომელმაც პლუსთან ერთად მინუსებიც ბევრი მოუტანა ქვეყანას.  ცხრა წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ტრადიციას გასაკვირად არღვევს და  ამ დღეს პომპეზურად აღარ აღნიშნავს და არც სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს. მეტიც, „ნაციონალები” ამ თარიღის აღნიშვნას საერთოდ არ აპირებენ. ამ მხრივ გამონაკლისს არც ნინო ბურჯანაძე წარმოადგენს,- აცხადებს გაზეთი „ვერსია“.


ბურჯანაძის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი შანსი ჰქონდა დემოკრატიული გზით ევლო, იყო დიდი შანსი და მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. „ ვერ ვიტყვით, რომ რევოლუცია აბსოლუტურად ნეგატიური მოვლენა იყო. ეს იყო სწორი ნაბიჯი, რადგან ქვეყანაში იყო საამისო განწყობა. ჩვენი ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად ქვეყნის სამართავად და დიდი პასუხისმგებლობისთვის, რამაც გამოიწვია ხელისუფლების ასე შეცვლა“,- განმარტავს ბურჯანაძე. 


რაც შეეხება დღევანდელი პოლიტიკურ რჟმს, მისი შეფასებისას „დემოკრატიული მოძრაობა -  ერთიანი საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება იგივე მდგომარეობაშია, როგორც „ნაცმოძრაობა“ რევოლუციამდე იყო.  მთავარი ხალხისთვის არჩევნების გზით  მიშა სააკაშვილის მოშორება იყო. „ მე მორატორიუმი გამოვუცხადე „ქართულ ოცნებას“ და არა „ნაციონალებს“ .  რაც შეეხება ამნისტიის რისკს, ეს ყველა ქვეყანაში არსებობს“, აცხადებს ბურჯანაძე. 


მისივე განმარტებით,  ბადრი ბიწაძის დაბრუნების და დაპატიმრების სავარაუდო შესაძლებლობას ნინო ბურჯანაძეს არ ეშინია, რადგან საქმეებს ამ ხელისუფლებაში წინამორბედის მსგავსად „არ კერავენ“.

23-11-2012, 14:17
უკან დაბრუნება