ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე, მთავრობის წევრების დასწრება არ გახდება აჟიოტაჟის საგანი. მისი თქმით, მინისტრები დღის წესრიგიდან და გრაფიკიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
"ეს წუთია რაც გავიგეთ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღი. ეს არ არის ის თემა, რომელთან დაკავშირებითაც რაიმე ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ განსაკუთრებული სააჟიოტაჟო მოგცეთ ჟურნალისტებს. ჩვენ დღის წესრიგიდან და გრაფიკიდან გამომდინარე მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პრეზიდენტი პარლამენტში 3 თებერვალს წარსდგება.