თბილისის მერია 2016 წელს განათლების ხელშეწყობისათვის 2 მლნ. 500 ათასი ლარით მეტს დახარჯავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნამრმანიამ განაცხადა.
„დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია განათლება და 2016 წლის ბიუჯეტში განათლების ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 95,1 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2 მლნ. 500 ათასი ლარით მეტია”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, 106 800 ლარით გაიზარდა სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამა.
“პროგრამას დაემატება ქალაქ თბილისის მერიის ხელოვნების სკოლებში იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეთა უფასო სწავლება”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.