პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ მოსამართლეებს მოუწოდა აღიარონ ზეწოლის ფაქტები ყოფილი ხელისუფლების პირობებში, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონფერენციაზე დაპირისპირება მოჰყვა.
,,თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, ვთქვათ სად იყო პრობლემა - იყო ზეწოლები, დაშინებები, ზეგავლენის მოხდენა პროკურორების მხრიდან და თავის დროზე რომელ საქმებეეზე იყო? ვაღიაროთ და გაპატიებთ. ყველამ ერთად მოვიხადოთ ბოდიში საზოგადოების წინაშე", - მიმართა კობახიძემ მოსამართლეებს, რომელთა მხრიდანაც გაისმა რეპლიკები: ,,რას გვაპატიებთ? რა უნდა ვაღიაროთ“?
მოსამართლეები აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების დროს, არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამართული კონფერენცია „სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები“ რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს.