ა/ო "გაერთიანებულისაზოგადოების" გამგეობის წევრი ანეტა გეგეშიძე პარლამენტარ გოგი თოფაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს:
-"გოგი თოფაძის გუშინდელი საქციელი სრულიად საქართველოს პარლამენტის სირცხვილი იყო. ასეთი ასაკოვანი ადამიანი დარიგებული ტექსტებით საუბრობდეს, ჩვენთვის რა თქმა უნდა გასაკვირი არ არის, მაგრამ გააჩნია ვის ესაუბრები და სად ესაუბრები?! იმ მარაზმული ტექსტით, რაც ჩვენ გუშინ პარლამენტში მოვისმინეთ. გიორგი მარგველაშვილის დამცველად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს არ სცემთ, როდესაც მთელი მსოფლიო "ლუპით" აკვირდება ჩვენს ქვეყანას, რას აკეთებს ამ დროს ჩვენი პარლამენტარი? პრეზიდენტს აყენებს შეურაცხყოფას, რომელიც ყველანაირ ზღვარსაა გადასული. თუ ასე არ მოგწონდათ მარგველაშვილი, და მიუღებელი კანდიდატი იყო თქვენთვის მაშინ, რატომ დაუჭირეთ მას მხარი ???
ეტყობა გავიწყდებათ, ბატონო გოგი, თქვენც იმ "კუკუშკაში" ხართ ჩაბმული და ბიძინა ივანიშვილის ხათრით ხართ არჩეული....."