ივერიონი / აკაკი მინაშვილი პროკურატურამ დაიბარა

აკაკი მინაშვილი პროკურატურამ დაიბარა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


აკაკი მინაშვილი პროკურატურაში 14 საათზეა დაბარებული მოწმის სტატუსით. მასთან ერთად პროკურატურაში მისი ადვოკატიც მივა.


მინაშვილი პროკურატურაში თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს.


შეგახსენებთ, რომ  შსს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა  იარაღის უკანონო შენახვისა და ნარკოტიკების მოხმარებისთვის იყო დაკავებული.

23-11-2012, 14:29
უკან დაბრუნება