ივერიონი / ლაშა სტურუა: ბათუმის ორგანიზაციის ძირითად ბირთვს ახალგაზრდები წარმოადგენენ

ლაშა სტურუა: ბათუმის ორგანიზაციის ძირითად ბირთვს ახალგაზრდები წარმოადგენენ

  

    "პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იზა ანდღულაძე გახდა.

   მოძრაობის ლიდერი ლაშა სტურუა აცხადებს, რომ ყველაზე სასიამოვნო ფაქტი ახალგაზრდების გააქტიურებაა.

 

   -"ბათუმის ორგანიზაციის ძირითად ბირთვს ახალგაზრდები წარმოადგენენ., რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა"-აღნიშნა ლაშა სტურუამ.

 

   იგი ასევე შეეხო ერთი და იმავე სქესის ადამიანთა შორის ქორწინების შესაძლო დაკანონების საკითხს და განაცხადა, რომ როგორც ადვოკატს, მას ხშირად დაუცვია უმცირესობის წარმომადგენლების უფლებები და დაიცავს კიდეც, თუ მათ კანონის ფარგლებში რაიმე საფრთხე დაემუქრებათ, მაგრამ ქორწინების დაკანონების წინააღმდეგია.

 

 

   შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის წევრები: ნანა ხომასურიძე, ზაზა მჟავია, გიორგი ხაჩიძე. შეხვედრის დასასრულს ლაშა სტურუამ ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია - არა, ერთი და იგივე სქესის ადამიანთა შორის ქორწინების დაკანონებას! - დააანონსა. აქცია 3 საათზე დაიწყება.

 

7-02-2016, 16:48
უკან დაბრუნება