ივერიონი / გიორგი ტიგინაშვილი: კრიზისი ბერძნულად სასჯელს ნიშნავს და ჩვენ ჩვენი უნიათობის გამო ვისჯებით!

გიორგი ტიგინაშვილი: კრიზისი ბერძნულად სასჯელს ნიშნავს და ჩვენ ჩვენი უნიათობის გამო ვისჯებით!

კუმისის ტბის მიდამოებში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს, მანამდე კი რამდენიმე დღის უკან კახეთში გაზის იმხელა მოცულობას მიაგნეს, რომლითაც თურქმენეთიც კი ვერ დაიკვეხნის.

 

ამასთან, კაზრეთში და სვანეთის ტერიტორიაზე ოქროს უზარმაზარი რესურსი მოიპოვება. აგრეთვე გვაქვს რამდენიმე ჰესი, ორი დიდი პორტი, ქვანახშირის წიაღისეული, რამდენიმე მაღარო, გიშრის საბადო, ყურძენი (ღვინო), ვაშლი, სუბტროპიკული ხილი, ჩაი, ბოსტნეული, დელტას სამხედრო წარმოება, სამი დიდი აეროპორტი, 4 დიდი საბაჟო გამშვები პუნქტი, უამრავი ტელევიზია, გაზეთი და ჟურნალი, არაერთი უნივერსიტეტი, 2500 სკოლა, ათასობით სავაჭრო დაწესებულება, უამავი ფეშენებელური საავტომობილო დილერი კომპანია-ფირმა...

 

გვაქვს ეს ყველაფერი (ვიცი, ბევრი რამ გამომრჩა) და ქვეყანას მაინც საშინლად უჭირს და ხალხი მასობრივად დაუსაქმებელი და უმუშევარია. მდიდრდება მხოლოდ ელიტარული და ბომონდური სექტორი (ეს არის პლუტოკრატია), მთავრობები და თავკომბლა კაპიტალისტები, რომელთაც უტილიტარული ამბიციები ახრჩობთ!

 

არადა, რომ იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი და ეროვნული პოლიტიკა, სახელმწიფო უნდა ყვაოდეს და ბედნიერობდეს!

 

შემირცხვენია ამ ფონზე ეს უნიათო, უსუსური და ეგოისტი პოლიტ-ისტაბლიშმენტი - ეს 25 წლიანი წყეული წრე, რომელზეც სამშობლო დაკარგული ებრაელებივით დავეხეტებით, თან ისე, რომ მოსე არც გვყავს. აღთქმული ქვეყანა კი კვლავაც ყველა ის სახელმწიფოა ჩვენთვის, სადაც ლტოლვილად გვიღებენ...

 

P.S. "კრიზისი" ბერძნულად სასჯელს ნიშნავს!

9-02-2016, 11:17
უკან დაბრუნება