ისანში, ყოფილი ჰოსპიტალის შენობაში მცხოვრებმა ადამიანებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, უკვე მესამე წელია ყურადღების მიქცევას ცდილობენ და შედეგს ვერ მიაღწიეს.
-„არ ვაქვს წყალი, შუქი, გაზი, კანალიზაცია. აქ 120 მხოლოდ ბავშვი ცხოვრობს, არიან ინვალიდები, მოხუცები. სოციალურად დაუცველები და დევნილები. ახლა გასახლებას გვიპირებენ და ალტერნატივად ორხევში, მიტოვებული ხილ-ბოსტნეულის მაღაზია დასახელდა. აქ საშინელ დღეში ვართ და იქ ყველაფერს ფართის სიმცირეც დაემატება. თუ მთავრობა ყურადღებას არ მოგვაქცევს, დავიწყებთ საპროტესტო აქციებს“-აცხადებენ აქციის მონაწილენი.
აქციაზე იმყოფებოდნენ „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ლაშა სტურუა, „უმუშევართაკავშირიდასაქმებისათვის“ ხელმძღვანელი, თამარიოვაშვილი და „თავისუფალი თაობის“ წევრები.
აქციის მონაწილეებმა მთავრობას და კომპეტენტურ პირებს დღეს საღამოს 8 საათამდე მისცეს დრო, შემდეგ კი უფრო მაშტაბურად აპირებენ ქუჩაში გამოსვლას.
მათივე თქმით, თუ დღეს საღამოს 8 საათამდე მთავრობიდან არავინ გამოეხმაურა უკვე რამდენიმე ადგილას დაწვავენ საბურავებს და როგორც თავად ამბობენ „მოახდენენ ისნის ლოკალიზაციას“.