თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე დედაქალაქის მერის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შეფასებისას ამბობს, რომ გარკვეული ჯგუფი ცდილობს კიდევ უფრი დრამატული გახადოს მოვლენები, მისი თქმით, ამ ეტაპზე ცვლილება შედეგს ვერ გამოიღებს და უმჯობესია მერმა მდგომარეობის სტაბილიზაციას მიხედოს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ თავად ნარმანიას ადგილას გადადგებოდა, რადგან არც ერთი თანამდებობა არ ღირს ლანძღვად.