ივერიონი / სოსო მანჯავიძე: რომელი უარესია, ამერიკის ელჩის ზარი თუ ჩვენი მზადყოფნა დავემორჩილოთ ნებისმიერ საკითხში?!.

სოსო მანჯავიძე: რომელი უარესია, ამერიკის ელჩის ზარი თუ ჩვენი მზადყოფნა დავემორჩილოთ ნებისმიერ საკითხში?!.

   თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და ბევრი გახმაურებული საკითხი ამერიკის ელჩის ერთი ზარით წყდება. ის აქვე სვამს კითხვას-რომელი უფრი უარესია, განხორციელებული ზარი, თუ ჩვენი მზადყოფნა დავემორჩილოთ ზარის განმახორციელებელს ნებისმიერ საკითხში.

 

   -„საქმე ისაა, რომ არავინ ფიქრობს ხელისუფლებაში რას გააკეთებს, გარდა სადღეგრძელოების თქმისა, მთავარია იქ მოხვდეს და მერე როგორ გააგრძელებს ეს სულაც არ აფიქრებს.  კარგად რომ დააკვირდეთ, ქვეყანაში არასერიოზული სიტუაციაა ყველა საკითხში, ყველა სფეროში, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. „ნაციონალური მოძრაობა“ არც უარყოფდა, რომ შეიარაღებულ გადატრიალებას აწყობდა, ამას არც პროკურატურა უარყოფს, ტელეფონის ზარების ავთენტურობა არავის დაუყენებია ეჭვქვეშ, მაგრამ ვინმე დაისაჯა? ყველაფერი გადაწყდა ამერიკის ელჩის ერთი ზარით! მაგრამ აქ მეორე საკითხია, რომელი უფრო უარესია, ამერიკის ელჩის ზარი თუ ჩვენი მზადყოფნა დავემორჩილოთ აშშ-ს ელჩის ნებისმიერ ზარს ნებისმიერ საკითხში, ყველაზე დამამცირებელზეც კი?!.“ -ამბობს მანჯავიძე.

 

 

24-02-2016, 12:17
უკან დაბრუნება