ივერიონი / გიორგი ტიგინაშვილი: რომ შეეძლოთ, მატრაბაზი და არშემდგარი არსებები დღესაც სიამოვნებით დახვრეტდნენ სამღვდელოებას!

გიორგი ტიგინაშვილი: რომ შეეძლოთ, მატრაბაზი და არშემდგარი არსებები დღესაც სიამოვნებით დახვრეტდნენ სამღვდელოებას!

1925 წელს მოსკოვში დაარსდა "მებრძოლ უღმერთოთა კავშირი". ისინი აგრესიული და ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ "ბნელი ძალების" აღმოფხვრას საბჭოთა იმპერიის მასშტაბით. 

 

მათი აზრით, ამ "სიბნელის" ხელშემწყობ კასტად სასულიერო პირები და მორწმუნე საზოგადოება მიიჩნეოდა, რომელნიც თურმე და "თავისუფალი სახელმწიფოსა და პროგრესული ამხანაგობის ინტერესებს" აბრკოლებდნენ, იყვნენ რეტროგრადები და ობსკურანტები. 

 

ამ პრობლემის დასაძლევად მათ პროპაგანდისტულ ტექნოლოგიებს მიმართეს და გააჟღერეს ისეთი პოპულისტური გზავნილ-ლოზუნგები, რომელნიც ამგვარად ჟღერდა: "ძირს მუქთახორა მღვდლები", "გაუმარჯოს უღმერთო პროლეტარებს", "ვანგრევთ ეკლესიებს და ვაშენებთ ცოდნის ტაძრებს" და ა.შ. 

 

1930 წელს თბილისში დაარსდა გაზეთი, სახელწოდებით "მებრძოლ უღმერთოთა კავშირი", რომლის რედაქტორიც ცნობილი ცინიკოსი და გულგოროზი სილიბისტრო თორდია იყო. 

 

ისინი სარკასტულად დასცინოდნენ სასულიერო პირებს, აქილიკებდნენ საეკლესიო ფენას და აკნინებდნენ მრევლს, რომელთაც რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, "ჯოჯოხეთის მაშხალებს" უწოდებდნენ. მათ სოფელ-სოფელ დააფუძნეს "ნორჩ უღმერთოთა" უჯრედები, ერთმანეთს დააპირისპირეს თაობები (შვილები-მშობლებთან) და გავეშებულ მასად გადააქციეს იმ დროის "პროგრესისტი და მოაზროვნე" ჭინკები. 

 

ამ მოძრაობამ 1929 წელს ნიკორწმინდის უნიკალური მონასტრიდან გამოიტანა უაღრესად საკრალური რელიქვია - წმ. ნიკოლოზის მკლავი და დემონსტრაციულად, საზეიმო ვითარებაში დაწვა. 

 

ამავე დროს იმ პერიოდშივე 1924 წელს დაარბიეს მოწამეთას მონასტერი, გამოიტანეს წმინდანების - დავითისა და კონსტანტინე მხეიძეების ნეშთები და სასამართლო პროცესით "ხალხის მტრობაში" დასდეს ბრალი. 

 

ისტორიული წყაროები იუწყებიან, რომ ამ ამბების შემოქმედნი, სხვადასხვა ძალიან მძიმე სენებით დაავადნენ და ტანჯვით აღესრულნენ.  

 

გარდა ამისამატიანემ გამოუტანა განაჩენი ამ ეგოისტ და დეგრადირებულ "ერუდიტებს", ხოლო ქრისტიანობა ჰგიეს უკუნისამდე! 

 

ამ ყოველივეს იმიტომ ვწერ, რომ დღევანდელობასთან ვხედავ პარალელებს. დიახ,იდეოლოგიურად ანალოგიური მოცემულობა გვაქვს, ბრალდებებიც არახალია მომხვდურის მხრიდან. ჩვენს ირგვლივ არიან ისეთი ვითომ ინტელექტუალი და დაკომპლექსებული ანტიკლერიკალები, რომელნიც შინაგან სიძულვილს ვერ ფარავენ სარწმუნოების მიმართ და ატროფირებული სულით ებრძვიან ყოველივე ტრადიციულს, მორალურს, კონსერვატიულსა თუ წმინდას. 

 

თითოეულ მათგანს რომ ვაკვირდები, რეალურად არშემდგარი და მატრაბაზი არსებების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი სიამოვნებით დახვრეტდნენ ამჟამინდელ სამღვდელოებასაც "წინსვლისა და განვითარების" მოტივით - უბრალოდ, სადღეისოდ ამის ბერკეტები არ გააჩნიათ, თორემ, რატომაც არა, ასე ხომ უფრო მეტად დაიმშვიდებდნენ სინდისს, რათა მათ ფონზე არ გაშიშვლდეს მათივე ბოროტება და დემონიზმი. 

 

დღევანდელი პროლეტარები ე.წ. ლიბერალები არიან, რომელთაც სინამდვილეში არც ლიბერალიზმისა გაეგებათ რამე და ჩვეულებრივ შეფარული დიქტატორებისა და თვალთმაქცი უტილიტარების ლეგეონს მიეკუთვნებიან, სადაც "დემოკრატიობანას" თამაში და "ადამიანის უფლებები" მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ზრახვების, დემაგოგიური შეხედულებების, ვნებებისა და აღვირახსნილობის ლეგიტიმაციისთვის სჭირდებათ. 

 

რეალურად, ისინი "სადამსჯელო სამეულის" სულიერი მემკვიდრენი არიან (თუმცა, სულის ხსენება მათ გვერდით აშკარა ნონსენსია, ალბათ სჯობდა რომ მეთქვა "გონებრივი მემკვიდრენი") და არასოდეს გაუშვებენ შანსს ხელიდან, რომ მათთვის არაესთეტიური და ჯვარზე გაკრული ვინმე იესო არ დაგმონ მისი მიმდევრების დამცირებისა და გაკილვის სახით. 

 

რას ვიზამთ, ასეთი ზნედაცემული და ამპარტავანი მხეცებისთვის, ეკლესია უსარგებლო შენობაა, ხატი - უბრალო ოქროს ჭედურობა, მღვდელი კი პარაზიტი. 

 

ვწუხვარ, რომ მათი რაოდენობა არც თუ ისე მცირეა. ნეობოლშევიკი ყეყეჩების ბენეფისის ხანაში ვართ, თუმცა კი ვხარობ იმით, რომ ღმერთი მოწყალეა და ვიდრე სიკვდილამდე მათაც კი აძლევს სინანულის საშუალებას და წინ უვლენს მაგალითებს გულისხმისთვის. 

 

ასეა ჩემო მეგობრებო, უნათლესია უფალი და დაბინდულნი მას ვერ ხედავენ, უწმინდესია უფალი და უწმინდურნი მას ვერ გრძნობენ! 

 

26-02-2016, 12:32
უკან დაბრუნება